პოლიტიკა
ივანიშვილი ჟურნალისტებსა და პედაგოგებს ემუქრება
2012-08-31 16:26:47
ჩამოტვირთვა
ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს, პედაგოგებსა და ყველა განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანს დასჯით ემუქრება. „მეოცნებე“ ოლიგარქი აცხადებს, რომ ეს ადამიანები პასუხს კანონის სრული სიმკაცრით აგებენ.
ბიძინა ივანიშვილმა „კვირის პალიტრის“ ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი გადაცემა „რეზიუმეში“ გაკეთებული კომენტარის გამო გააკრიტიკა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ივანიშვილი ჟურნალისტებს ემუქრება. ოლიგარქმა მედიის წარმომადგენლების მიმართ მუქარა უკვე ტრადიციად აქცია. ოლიგარქმა მუშტი არამხოლოდ მედიას არამედ მათს შვილებსაც არაერთხელ მოუღერა და მომავალ თაობას მომავლის გაფუჭებით დაემუქრა. გადარჩენის ერთადერთ გზად ოლიგარქი მათ ქართული ოცნების მხარეს დგომას სთავაზობს.
ჟურნალისტებისა და განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებისადმი ასეთი ღია აგრესია არცერთ პოლიტიკურ ლიდერს არ გამოუმჟღავნებია, არც ოპოზიციურს და არც სახელისუფლებო დაჯგუფებისას. მედიის მიმართ ივანიშვილის დამოკიდებულება ნელნელა ემსგავსება ჟურნალისტებთან ბრძოლის ვლადიმერ პუტინისეულ მეთოდებს, რომელიც მისთვის მიუღებელ ჟურნალისტებს სასტიკად უსწორდება და ხოცავს.
ქართული ოცნების ლიდერის რიტორიკა და მუქარის ტონი უკვე აღარავის უკვირს. ხალხისათვის უცხო არც ის ფაქტია, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანებს ივანიშვილი საკუთარ მტრად აღიქვამს და ვინც ქართულ ოცნებას მხარს არ დაუჭერს, ის აუცილებლად უნდა დაისაჯოს.
კომენტარები