0 1 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სპეცოპერაციის მეორე დღე - რა ხდებოდა ლოპოტაში

ჩამოტვირთვა

ლოპოტას ხეობაში მიმდინარე დევნის ოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულია. 12 კაციანი შეიარაღებული ჯგუფიდან 11 მათგანის გვამი ნაპოვნია, ოფიციალური ინფორმაციით, ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან. რამდენიმე დაჭრილი დივერსანტი კი ტყეში იმყოფება და მათი ძებნის ოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს. ამის შესახებ, შსს-ს მინისტრის მოადგილემ, შოთა ხიზანიშვილმა თელავის სამხარეო პოლიციის შენობაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, მადლობა გადაუხადა შსს-ს ყველა იმ თანამშრომელს, ვინც დევნის ოპერაციაში მონაწილეობა მიიღო. მერაბიშვილის თქმით, საქართველომ თავისი საზღვრების დაცვა უზრუნველჰყო. ლოპოტას ხეობაში, ქართველი სამართალდამცველების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს ევროკავშირის მისია საქართველოში. ლოპოტას ხეობაში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი. მოსახლეობასთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც ამ დროისათვის სოფელში არსებობს. ქვეყნის პირველი პირი ხალხს დაპირდა, რომ დაიწყება გზის რეაბილიტაცია და სოფელს მალე ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემაც მოუგვარდება. ლოპოტას ხეობიდან პრეზიდენტმა ყვარელში გადაინაცვლა. იგი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა და მათ რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მიმდინარე ოპერაციის ძირითადი ფაზის დასრულებაზე ესაუბრა. სოფელ ლაფანყურში ამ დროისთვის სიმშვიდეა. პოლიცია რამდენიმე დაჭრილი დივერსანტის ძებნას აგრძელებს, რომლებიც სავარაუდოდ ტყეს აფარებენ თავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები