მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ლაფაყურის მოსახლეობასთან
2012-08-30 15:42:00
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრეზიდენტმა ლოპოტას ხეობა უკვე დატოვა. მოსახლეობასთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც ამ დროისათვის სოფელში არსებობს. ქვეყნის პირველი პირი ხალხს დაპირდა, რომ დაიწყება გზის რეაბილიტაცია და სოფელს მალე ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემაც მოუგვარდება. პრეზიდენტის განცხადებით, ლოპოტას ხეობაში ყველაფერი კეთდება იმისათვის, რათა მოსახლეობის უსაფრთხოება დაცული იყოს.
მიხეილ სააკაშვილის წასვლის შემდეგ სპეცოპერაციის ადგილიდან კიდევ 8 ავტომობილი გამოვიდა. სპეცრაზმელების ნაწილი ხეობას ტოვებს, თუმცა ამ დროისათვის უცნობია, დასრულდა თუ არა სპეცოპერაცია.
კომენტარები