მსოფლიო
ნატო: ჩრდილოეთ კავკასიიდან დაძაბულობის საქართველოში გადმოტანა დაუშვებელია
2012-08-30 14:34:38
ჩამოტვირთვა
დღეს, ნატოს შტაბ-ბინაში, ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვართან განვითარებულ მოვლენებს ეძღვნებოდა.
ნატოში საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა გრიგოლ მგალობლიშვილმა, კომისიის წევრებს დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველო-რუსეთის საზღვარზე არსებული სიტუაციის დეტალები გააცნო.
ნატოს წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან დაძაბულობის საქართველოში გადმოტანა დაუშვებელია. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე პრობლემების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოგვარებაზეც ისაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ უკვე მესამე დღეა საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, შეიარაღებულ ჯგუფთან ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს.
შეიარაღებული დაჯგუფების მიმართ დევნის ოპერაციის განხორციელების დროს დაიღუპა სპეცდანიშნულების რაზმის 3 თანამშრომელი და დაიჭრა 5.
ლიკვიდირებულია შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი.
კომენტარები