მსოფლიო
ალყაში მოქცეული მძევლები დანებებას ამ დრომდე არ აპირებენ
2012-08-30 07:17:00
ჩამოტვირთვა
ამ დრომდე არაფერია ცნობილი საქართველო დაღესტნის საზღვართან მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ . დილის ექვსი საატისთვის ლოპოტას ხეობაში ლაფანყურის გავლით ორი სასწრაფო დახმარების მანქანა შევიდა .
ლოპოტას ხეობაში ისევ რჩებიან შსს-ს დანაყოფები. როგორც პოლიციის თანამშრომლები არაოფიციალურ საუბრებში აცხადებენ, შეიარაღებული ჯგუფის დარჩენილ წევრთა გადაადგილების მარშრუტი და პერიმეტრი დადგენილი და კონტროლირებადია. ინფორმაციის დამუშავება დღის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატების მიერ მიღებული ინფორმაციის დამუშავებით ხდებოდა.
ამასთან, დევნის ობიექტი „ბოევიკების“ საბრძოლო რესურსი თანდათან მწირი გახდა, რაც წინააღმდეგობის გაწევის შესუსტებაშიც გამოიხატა, სამაგიეროდ, საქართველოს შსს-ს დანაყოფებმა მიიღე შევსება: დაახლოებით საღამოს 11.00 საათზე ლოპოტას ხეობის მიმართულებით შსს-ს კუთვნილი სამხედრო ტიპის მანქანები ავიდნენ, რომელთა ძარა სასმელი წყლით, მშრალი ულუფით და, სავარაუდოდ, საბრძოლო მასალებით იყო დატვირთული. ლოპოტას ხეობის მიმართულებით, ლაფანყურის გავლით გადაადგილდებოდნენ ასევე სპეცრაზმის წევრები, ანუ, სავარაუდოდ, სპეცოპერაციის მონაწილეებმა შევსება ცოცხალი ძალის სახითაც მიიღეს.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით დარუპულია სამი სამხედრო მოსამსახურე და დაჭრილია 5 სპეცრაზმელი, რომელთა სიცოცხლესაც საფრთხე არ ემუქრება.
ჯერჯერობით არაფერია ცნობილი ლიკვიდირებული 11 „ბოევიკის“ შესახებ, რომელთა განადგურება ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს გახდა გარდაუვალი მას შემდეგ, რაც არ მიიღეს ქართული მხარის შეთავაზება დანებების შესახებ. მათ შესახებ ოფიციალურად მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
ხეობაშია შს მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელიც პირადად კურირებს სპეცოპერაციას, გავრცელებული ინფორმაციით მინისტრი უშუალოდ სპეცოპერაციის ადგილზე იმყოფება. თელავში შექმნილია სამთავრობო საკოორდინაციო შტაბი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით. შტაბის წევრები პერიოდულად გადაადგილდებიან თელავიდან ლოპოტას ხეობის მისადგომებისკენ. დაახლოებით შუაღამისას ლოპოტას ხეობიდან თელავის მიმართულებით გავიდა სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც შსს-ს „პიკაპის“ ტიპის მანქანები აცილებდნენ, თუმცა, ლაფანყურში მყოფი ჟურნალისტებისთვის გაურკვეველი დარჩა, გადაჰყავდა თუ არა სასწრაფო დახმარების მანქანას დაჭრილები.
როგორც ჩვენი კორესპოდენტი იტყობინება , დივერსანტთა ის ნაწილი რომელიც ამ დრომდე ალყაშია დანებებას არ აპირებს.
სოფლიდან დაახლოებით 19-20 კმ-ში, ლოპოტას ხეობაში განლაგებულ ტყის მასივზე საქართველოს შსს-ს მიერ დაწყებული სპეცოპერაცია 29 აგვისტოს, დღის ბოლოს გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, თუმცა, სპეცოპერაციის დასრულება ხეობაში ჩამოწოლილმა ნისლმა გადადო.დაახლოებით ღამის ორი სათისტვის ოპერაცია ისევ განახლდა. თუმცა დამატებითი ინფორმაცია ამ დროისათვის ცნობილი არ არის.
მთელი ღამის განმავლობაში სიმშვიდე იყო სოფელში და ამ დრომდე სამხედრო და პოლიციის მანქანები,ასევე ვერტმფრენები არ გადაადგილდებიან.
კომენტარები