0 4 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლოპოტას ხეობაში განაღმვითი სამუშაოები იწყება

ჩამოტვირთვა

ლოპოტას ხეობაში განაღმვითი სამუშაოები იწყება. როგორც "იტვ“ -ის კორესპონდენტი სოფელ ლაფანყურიდან იუწყება, ამ წუთებში სოფლის გავლით ხეობაში განაღმვის სამსახურის ავტომანქანა შევიდა. მასთან ერთად ხეობაში დამატებით შეყვანილია სამხედროებით სავსე კიდევ სამი მაღალი გამავლობის სამხედრო მანქანა. დაახლეობით ერთი საათის წინ კი ლოპოტას ხეობაში სამხედროები 10-მდე მაღალი გამავლობის სამხედრო მანქანით შევიდნენ. ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება. ადგილზე ჯერ კიდევ რჩებიან სასწრაფო დახმარების მანქანები და კატასტროფის ბრიგადის ერთი მანქანა. საქართველოს შსს და თავდაცვის სამინისტრო საქართველო-რუსეთის საზღვართან ანტიტერორისტულ ოპერაციას უკვე მეორე ღამეა ახორციელებენ. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია. შსს ქვედანაყოფებს ბლოკირებული აქვთ ხეობა. სპეცოპერაციის შედეგად შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს 3 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ლიკივიდირებულია 11 დივერსანტი, 6 კი ალყაშია მოქცეული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები