0 4 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაცია ისევ განახლდა

ჩამოტვირთვა

ლოპოტას ხეობაში სოფელ ლაფანყურის გავლით ამ წუთებში სამხედროებით სავსე 10-მდე მაღალი გამავლობის სამხედრო მანქანა შევიდა. მანამდე რამდენიმე წუთით ადრე კი ხეობა "პიკაპის" ტიპის 9 მანქანამ დატოვა. ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაცია ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. ბოლო საათებში ძირითადად პოლიციის მანქანები დევნის ოპერაციის ზონიდან გამოდიოდნენ, თუმცა, სამხედროების დიდი ნაწილი კვლავ ტერიტორიაზე რჩება. გავრცელებული ინფორმაციით, ხეობაში ნისლის ჩამოწოლის გამო სამძებრო სამუშაოები გართულებულია. რაც შეეხება ზოგად ვითარებას, სოფელ ლაფანყურში ვითარება სტაბილურია. მოსახლეობაში პანიკა არ შეინიშნება და ხალხი სახლების დატოვებას არ აპირებს. ხეობაში ჯერ კიდევ რჩებიან სასწრაფო დახმარების მანქანები და კატასტროფის ბრიგადის ერთი მანქანა. საქართველოს შსს და თავდაცვის სამინისტრო საქართველო-რუსეთის საზღვართან ანტიტერორისტულ ოპერაციას ახორციელებენ. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია. შსს ქვედანაყოფებს ბლოკირებული აქვთ ხეობა. სპეცოპერაციის შედეგად შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს 3 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ლიკივიდირებულია 11 დივერსანტი, 6 კი ალყაშია მოქცეული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები