0 4 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დაღესტნური წყარო: საქართველოში ცუნტინის ბანდა გადავიდა

ჩამოტვირთვა

შეიარღებული ჯგუფი, რომლის წინააღმდეგაც ქართველი ძალოვნები ბრძოლას აწარმოებენ, საქართველოში დაღესტნიდან გადავიდნენ, ჯგუფის წევრები კი ცუნტინის ბანდის წევრები არიან – იუწყება `სააგენტო რია ნოვოსტი~ დაღესტნის სამართალდამცავი ორგანოების წყაროზე დაყრდნობით. `ეს ცუნტინის ბანდფორმირებაა~ - განაცხადა წყარომ და დასძინა, რომ ბოევიკები საქართველოში გადავიდნენ, რათა დაღესტნელ ძალოვნებს დამალვოდნენ. `თუ ისინი უკან დაბრუნებას მოისურვებენ, ჩვენ მათ აქ დავხვდებით~ - განაცხადა წყარომ. წყარომ ასევე აღნიშნა, რომ დაღესტნის სასაზღვრო განყოფილებაში მომხდართან დაკავშირებით არანაირი დამატებითი ზომები მიღებული არ არის და საზღვარზე სიმშვიდეა. ამის პარალელურად, იგივე `რია ნოვოსტი~ ავრცელებს ინფორმაციას ამჯერად რუსეთის ფსბ-ს სასაზღვრო განყოფილებაზე დაყრდნობით, რომელიც უარყოფს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ბოევიკთა ჯგუფი დაღესტნიდან გადავიდა. `საქართველო-რუსეთის დაღესტნის მონაკვეთის გადაკვეთის შემთხვევა სასაზღვრო სამსახურს არ დაუფიქსირებია~ - განუცხადა სააგენტოს რუსეთის `ფსბ~-ს წარმომადგენელმა ვადიმ შიბაევმა. მისი თქმით, ქართული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე ბანდის დაღესტნიდან გადასვლის შესახებ `პროვოკაციულია და არ აქვს რეალური საფუძველი~. შიბაევმა აღნიშნა, რომ `ქართული მხარე მსგავს ინცინდენტებზე პირველად არ საუბრობს, მაგრამ ვერცერთხელ ასეთმა ინფორმაციამ დადასტურება ვერ ჰპოვა~.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები