0 4 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბოლო ინფორმაცია ლოპოტას ხეობიდან

ჩამოტვირთვა

სპეცოპერაცია საქართველო–დაღესტნის საზღვართან სოფელ ლაფანყურადან 30 კილომეტრის მოშორობით ამ დრომდე გრძელდება, როგორც ცნობილი გახდა, ამ დროისათვის გათავისუფლებულია ყველა ის მძევალი რომელიც დაღესტნიდან გადმოსულ დივერსანტებს ჰყავდათ აყვანილი. არის მსხვერპლიც, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შოთა ხიზანიშვილის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ორი სპეცრაზმელი და ერთი თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმის სამხედრო ექიმია. დაჭრილია ხუთი სპეცრაზმელი. სპეცოპერაციისას ლოკვიდირებულია 11 დივერსანტი 6 კი ამ დრომდე ალყაში ქართველ სპეცრაზმელებს ჰყავთ. ადგილზე იმყოფება აიტივის გადამღები ჯგუფი . როგორც ჩვენი კორესპოდენტი იტყობინება სოფელში ამ დრომდე სიმშვიდეა,არ გადაადგილდება სამხედრო მანქანები,ვერტმფრენები და პოლიციის მანქანები. პარალელურად დღის განმავლობაში გავრცელდა ორი დღის წინ გატაცებული და გუშინ გათავისუფლებული პირების ჩვენებები,მატი განმარტებით, 5 ახალგაზრდა უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა იარაღის მუქარით მძევლად აიყვანეს და გაქცევის მცდელობის შემთხვევაში ლიკვიდაციით დაემუქრნენ. შეგახსენებთ, ლოპოტას ხეობაში შეიარაღებული დაჯგუფების გაუვნებელყოფის მიზნით ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება. შსს-ს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილია კრიზისების მართვის შტაბი, რომელშიც შედის შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროები. შემუშავებულია უწყებათაშორისი კოორდინირებული მოქმედების გეგმა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები