მსოფლიო
დაღესტანის ხელისუფლებამ თავდაცვითი შეიარაღებული რაზმების შექმნა ბრძანა
2012-08-29 17:10:42
ჩამოტვირთვა
დაღესტანის ლიდერმა მაგომედსალამ მაგომედოვმა განაცხადა, რომ რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია შეიქმნას თავდაცვითი რაზმები, რომლებშიც ახალგაზრდები გაერთიანდებიან და რომლებსაც კურირებას ოფიციალური ძალოვანი სტრუქტურტები გაუწევენ.
ამის შესახებ განცხადება მაგომედოვმა გუშინ, დაღესტანის სულიერი ლიდერის, შეიხ საიდ აფანდის მკვლელობასთან დაკავშირებით გააკეთა.
მან ძალოვნებს ტერაქტის სასწრაფოდ გამოძიება და ორგანიზატორთა და შემსრულებელთა განადგურება მოსთხოვა.
თავის მხრივ, დღეს რუსეთის საზოგადოებრივმა პალატამ განაცხადა, რომ შეიხის მკვლელობასთან კავშირშია ბოევიკი დოკუ უმაროვი, რომელიც პალატის წარმომადგენელთა განცხადებით, რესპუბლიკაში დესტაბილიზაციის შექმნითაა დაინტერესებული.
კომენტარები