0 4 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„სამოქალაქო ომი საქართველოში სააკაშვილმა მარიამობას დაიწყო“

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა სამინისტრის მიერ ჩატარებულ და მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ რეჟისორმა რობერტ სტურუამ საკუთარ facebook-ზე განცახადება გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "ასეც ვიცოდი, დაიწყეს ჩვენმა "მშვიდობის მაძიებლებმა" სამხედრო პროვოკაციები. ჩათვალეთ, რომ სამოქალაქო ომი საქართველოში სააკაშვილმა მარიამობას დაიწყო. აი, ნამდვილი ქართველი მორწმუნე "ვაჟკაცი". ახლა ივანიშვილს პერსონა ნონ გრატა-დ გამოაცხადებს და სამშობლოდან გააძევებს. მერე ყველაზე აქტიურ ოპოზიციონერებს დაიჭერს, აწამებს, გააქრობს, ისედაც უკვე გაყალბებულ არჩევნებს უფრო გააყალბებს, დარჩება ბედკრულ საქართველოს მმართველად, ერთ-ორი უგემოვნო ქალაქით, შენობებით დაამშვენებს ჩვენ ქვეყანას და თავის რექტორ-დედიკოსთან და ბებია-ბიზნესმენთან ერთად თათქარიძეებივით რუსულ თვითმფრინავებს ჭერზე ბუზებივით დაითვლის“-ნათქვამია განცახდებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები