პოლიტიკა
„სამოქალაქო ომი საქართველოში სააკაშვილმა მარიამობას დაიწყო“
2012-08-29 15:21:44
ჩამოტვირთვა
შინაგან საქმეთა სამინისტრის მიერ ჩატარებულ და მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ რეჟისორმა რობერტ სტურუამ საკუთარ facebook-ზე განცახადება გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ასეც ვიცოდი, დაიწყეს ჩვენმა "მშვიდობის მაძიებლებმა" სამხედრო პროვოკაციები. ჩათვალეთ, რომ სამოქალაქო ომი საქართველოში სააკაშვილმა მარიამობას დაიწყო. აი, ნამდვილი ქართველი მორწმუნე "ვაჟკაცი". ახლა ივანიშვილს პერსონა ნონ გრატა-დ გამოაცხადებს და სამშობლოდან გააძევებს. მერე ყველაზე აქტიურ ოპოზიციონერებს დაიჭერს, აწამებს, გააქრობს, ისედაც უკვე გაყალბებულ არჩევნებს უფრო გააყალბებს, დარჩება ბედკრულ საქართველოს მმართველად, ერთ-ორი უგემოვნო ქალაქით, შენობებით დაამშვენებს ჩვენ ქვეყანას და თავის რექტორ-დედიკოსთან და ბებია-ბიზნესმენთან ერთად თათქარიძეებივით რუსულ თვითმფრინავებს ჭერზე ბუზებივით დაითვლის“-ნათქვამია განცახდებაში.
კომენტარები