0 4 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“რუსეთს აქვს უფლება ჩაერიოს არჩევნებში და დაიცვას ქართველი ხალხი”

ჩამოტვირთვა

სამხედრო სწავლება "ურთიერთქმედება 2012"-ზე მინიმუმ სამი სცენარი იქნება შემუშავებული: ირანული, ქართული და აზერბაიჯანული – განაცხადა სააგენტო რეგნუმთან საუბარში რუსმა პოლიტოლოგმა, დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის ექსპერტმა მიხეილ ალექსანდროვმა. საუბარია კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ოპერატიული ძალების სამხედრო წვრთნაზე, რომელიც სექტემბერში სომხეთის ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს. ალექსანდროვის თქმით, ქართული სცენარი ასე გამოიყურება: "გამორიცხული არ არის, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია მასობრივი ფალსიფიკაცია მოახდინოს არჩევნების შედეგებისა. გამორიცხული არაა, რომ ეს არეულობას გამოიწვევს ქვეყნის შიგნით და შემდეგ, - მის ძალით ჩახშობას. რუსეთს, შეუძლია ჩაერიოს, რათა დაიცვას ქართველი ხალხი ძალადობისგან, ზუსტად ისე, როგორც დასავლეთი დაეხმარა დემოკრატიულ ძალებს ლიბიაში" - განაცხადა რუსმა ექსპერტმა და განმარტა, რომ "საქართველოს მმართველი რეჟიმი არ არის დემოკრატიული" და ამდენად, სწორედ "ამ რეჟიმთან დაპირისპირებული მასა უნდა ჩაითვალოს დემოკრატიულად". ალექსანდროვი სექტემბერში დაგეგმილი სამხედრო წრთვნის მთავარ ამოცანად ერთობლივი ძალებით პირობითი მოწინააღმდეგის მოგერიებასა და კონტრშეტევაზე გადასვლას ასახელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები