0 4 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

დაღესტანში, საქართველოს საზღვართან რუსები ჰოსპიტალს აწყობენ

ჩამოტვირთვა

„საქართველოსთან მოსაზღვრე ტერიტორიები, შესაძლოა, მასშტაბური სამხედრო ღონისძიებების ადგილად იქცეს. შესაძლოა, ეს არის მზადება საქართველოს ტერიტორიაზე პირდაპირი შეჭრისათვის. ამის შესახებ ჩეჩნური გამოცემა „ჩეჩენნიუსი“ სტატიას აქვეყნებს, რომელიც, არ გამორიცხავს, რომ ეს, რუსული ჯარების მხრიდან დაღესტანში სადამსჯელო ოპერაციებისთვის მზადება იყოს. სტატიის მიხედვით, სამხედრო ღონისძიებების ჩასატარებლად საქართველოსთან მოსაზღვრე ცუნტინსკის რაიონია შერჩეული, რომელიც იმავდროულად, უახლოესი ტერიტორიაა სომხეთთან. საიტი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ეს გზა საქართველოზე გავლით სომხეთთან დასაკავშირებლად იყოს გამოყენებული. ამასთან, "ჩეჩენნიუსის" ცნობით, ოპერატიული სამზადისი ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 20 აგვისტოს დაიწყო, როცა ადგილზე ჩავიდა წარმომადგენლობითი რუსული დელეგაცია ფსბ-ს სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის, გენერალ-ლეიტენანტ მიხაილ სტრეხას ხელმძღვანელობით. გამოცემა შენიშნავს, რომ საქართველოს საზღვართან ახალი რუსული მობილური სამხედრო ბაზაა განთავსებული, ასევე იგეგმება კატასტროფის მედიცინის ჰოსპიტალის მოწყობასაც, რომელსაც დღე-ღამის განმავლობაში 300-მდე დაჭრილის მიღება შეუძლია. ჰოსპიტალს უკვე ჰყავს მანქანა კოსმოსური კავშირით. მოსახლეობა ამბობს, რომ ჰოსპიტალს აწყობენ იმისთვის, რაც უნდა მოხდეს ცუმადინსკის და ტლიარატინსკის რაიონებსა და ბეჟტინსკის მონაკვეთებზე. ყველა ეს რაიონი საქართველოს ესაზღვრება – წერს საიტი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები