0 4 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება დაღესტნის მოვლენებზე

ჩამოტვირთვა

საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან ამ წუთებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებული ჯგუფი დევნის ოპერაციას ახორციელებს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. "საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია. შსს-ს ქვედანაყოფებს ბლოკირებული აქვთ ხეობა. საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ზომები მიღებულია. დამატებითი დეტალების შესახებ საზოგადოება მოგვიანებით იქნება ინფორმირებული", -ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები