პოლიტიკა
ამბროლაურელმა მეოცნებეებმა საკუთარი მაჟორიტარობის კანდიტატის ვინაობა არ იციან
2012-08-26 23:30:11
ჩამოტვირთვა
ბიძინა ივანიშვილი კრიმინალური ავტორიტეტებისა და მისი ოჯახის წევრების ოცნებების ასრულებას ცდილობს. დღეს, ჭორვილელმა ოლიგარქმა ლენტეხში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, ე.წ. კანონიერი ქურდის, ამირან გაზდელიანის, მეტსახელად “ბეგოს” ძმა, გია გაზდელიანი წარადგინა.
ეს ადამიანები “ბეგოსა” და მის ძმას კარგად იცნობენ. მათ ის დროც ახსოვთ, როცა ე.წ. კანონიერი ქურდები რეგიონს ატერორებდნენ. ლენტეხელები დღეს ღიად აცხადებდნენ, რომ ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ძმა, კრიმინალური ავტორიტეტია.
მათგან განსხვავებით, მეოცნებე ოლიგარქი ამბობს, რომ გია გაზდელიანს არ იცნობს. თუმცა, აღიარებს, რომ მისი ლენტეხელი ფავორიტი ქურდი ბეგოს ძმაა, რომელიც ტარიელ ონიანის კლანის წევრია და ამჟამად სასჯელს ესპანეთის ციხეში იხდის.
მეოცნებე ოლიგარქი, მას შემდეგ, რაც კრიმინალური ავტორიტეტების ოჯახის წევრთა სახით, ლენტეხელებს წარსულზე ოცნება შესთავაზა, ცაგერს ეწვია. ივანიშვილმა ცაგერელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის მეგობარი, მამუკა ჩაჩხიანი წარუდგინა, თუმცა, ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და ცაგერელი რჩეულის გვარი შეცდომით წარმოსთქვა… ჩაჩხიანი ჩხეტიანად გაასაღა…
როცა მეოცნებე ოლიგარქს მის მორიგ შეცდომაზე ვკითხეთ, აღმოჩნდა, რომ ივანიშვილი, არც ჩაჩხიანს იცნობდა… თუმცა, იგი წარდგენისას ისე დაახასიათა, გეგონებოდათ ერთად დააგროვეს რუსული მილიარდები…
ეს ღვინის ქარხნის ყოფილი დირექტორი და ქართული ოცნების ამჟამინდელი დასაყრდენია ცაგერში ბატონი ჩაჩხიანი მართალია ბიძინას არა, მაგრამ მის ძმას კარგად იცნობს, თუმცა, ბიძინაზეც გაუგია ბევრი რამ… მაგალითად ის, რომ ოლიგარქს არც საყვარელი ჰყავს და არც კაიფობს…
ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა და ივანიშვილის ძმის მეგობარი… ბიძინას დღევანდელი ტურნე, ქვემო სვანეთსა და ლეჩხუმში ასე და ამგვარად დასრულდა. იყვნენ ისეთებიც, ვისაც ზედმეტი მოუვიდა… თუმცა, ძირითადად, როგორც წესი, ჭორვილელ ოლიგარქს ფონს ადგილობრივების ნაცვლად, თბილისიდან ჩაყვანილი სტუმრები ულამაზებდნენ…
ივანიშვილი წავიდა… თუმცა, ცაგერსა და ლენტეხში დარჩა ოცნება… ოცნება, ქურდ ბეგოსა და იმ ჩაჩხიანზე, რომელიც ღვინის ქარხნის დირექტორობის დროს, გლეხებს, ჩაბარებული ყურძნის საფასურს არ უხდიდა…
კომენტარები