0 4 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დავით ბაქრაძემ და ბიძინა ივანიშვილმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს

ჩამოტვირთვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ცაგერის ეკლესიაში ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს . პოლიტიკური ოპონენტების შეხვედრა ტაძარში მხოლოდ პირადმა ოპერატორებმა გადაიღეს. ხელის ჩამორთმევის შემდეგ დავით ბაქრაძე და ბიძინა ივანიშვილი წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავისკენ გაემართნენ და წმინდანის პანაშვიდს დაესწრნენ, რომელიც ლენტეხისა და ცაგერის ეპისკოპოსმა სტეფანემ გადაიხადა. პანაშვიდზე "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერებიც იმყოფებოდნენ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, რელიგიური დღესასწაულის გათვალისწინებით, "ნაციონალურ მოძრაობას" დღეს პოლიტიკური აქტივობა არ ექნება, თუმცა, მოსახლეობასთან შეხვედრები დღესასწაულის ფარგლებში გაიმართება. "დღეს რელიგიური დღეა და ვფიქრობ, პოლიტიკური აქცია არასწორი იქნებოდა. ამიტომ არანაირი პოლიტიკური შეხვედრები დღეს არ გვექნება", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ცაგერში მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით ჩავიდა. ბიძინა ივანიშვილი კი დილიდან ცაგერისა და ლენტეხის მოსახლეობას ხვდება და "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამას აცნობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები