მსოფლიო
რაჭველები ქართული ოცნების ქურდებსა და ყაჩაღებზე...
2012-08-24 22:00:37
ჩამოტვირთვა
ქართული ოცნების ამბროლაურის მაჟორიტარობის კანდიდატი ხალხის აქციაზე მიპატიჟებას კვლავ ამაოდ ცდილობს, მის შეხვედრებს მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი ესწრება, დარახველიძე სოფლებში კვლავ საკუთარ ამალასთან და დაცვის წევრებთან ერთად დადის. უცნაური ისაა, რომ ოცნების კანდიდატი ხალხის სიმცირეს იტვ-ის გამოჩენას აბრალებს და მედიის მიმართ აგრესიას ვერ მალავს.
დღეს, იტვ-ის გადამღები ჯგუფის მიმართ განსაკუთრებული აგრესიით, წარსულთან, უგზოობასა და უკანონო ბიზნეს-გარიგებებთან ასოცირებული დარახველიძის შვილი გამოირჩეოდა. არჩილ დარახველიძე, რაჭის ყოფილ გუბერნატორთან, რომელიც რევოლუციის დროს კაბინეტიდან გააგდეს, მიახლოვების და კითხვის დასმის საშუალებას არ გვაძლევდა.
რაჭაში ოცნების არ სჯერათ, როგორც გუშინ, დღესაც, მეოცნებე დარახველიძე ამბროლაურის სოფლებიდან გაწბილებული დაბრუნდა. ხალხი, ბიძინას ოცნების კანდიდატთან შეხვედრისას ხელისუფლების გაკეთებულ პროექტებზე საუბრობს.
ამბობენ,რომ წარსულში დაბრუნება აღარ სურთ.
ბატონი დარახველიძე ამომრჩეველთან არა კოალიციის პოლიტიკურ გეგმებზე, არამედ მმართველი გუნდის წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით საუბრობს. ოცნების კანდიდატი ამბობს, რომ გუბერნატორობის პერიოდი მხოლოდ სიზმარივით ახსოვს... მეოცნებე დარახველიძეს, როგორც ჩანს, ოცნებების და სიზმრების სჯერა. ეს იმიტომ, რომ შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსანს, თავისი გაკეთებული საქმეების გახსენება უჭირს.
დარახველიძე ვერც გუბერნატორობის პერიოდში 70 ლარად ნაყიდ ავტომანქანას იხსენებს და ოცნებას ისევ ტანკზე და იარაღზე აგრძელებს. მას არც ის პერიოდი ახსენდება, როცა გირჩის უკანონო ბიზნესს ლობირებდა...
მხარდამჭერთა განსაკუთრებული სიმცირის გამო გაღიზიანებული კანდიდატი, რომელსაც ბელადმა აქციაზე ხალხის მიყვანა დაავალა, ამომრჩეველთან საუბრისას, დამამშვიდებელ საშუალებებს იღებს...
კომენტარები