0 4 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

უპრეცედენტო პროქტი ქართველი პარაოლიმპიელების მხარდასაჭერად

ჩამოტვირთვა

"ბრავო რექორდსი", საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტი, ლონდონი 2012-ის პარაოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების მხარდამჭერ უპრეცედენტო პროქტს წარმოგიდგენთ. პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა, მოტივირება და პარაოლიმპიური მოძრაობის პოპულარიზაცია. პროექტის ავტორების ინიციატივით, აღნიშნული სოციალური პროექტის ფარგლებში, მომღერალმა, ნინი ბადურაშვილმა, პარაოლიმპიელების მხარდასაჭერად სიმღერა ჩაწერა, რომელზეც TBC TV-სტუდიამ ვიდეოკლიპიც გადაიღო. კლიპის პრემიერა დღეს კლუბ-რესტორან ქალაქურში შედგა. კლიპშ ქართველი პარაოლიმპიელების ლონდონის ოლიმპიადისთვის მზადების კადრებია ასახული. საქართველოს დელეგაციამ პირველად 2008 წლის პეკინის პარაოლიმპიურ თამაშებზე მიიღო მონაწილეობა. პეკინში საქართველოს სახელით ერთი ათლეტი იაგო გორგოძე ძალოსნობის დისციპლინაში ასპარეზობდა და მე-8 ადგილი დაიკავა. 2012 წლის ლონდონის პარაოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაცია ორი ათლეტით - შოთა ომარაშვილითა და ნიკა თვაურით წარსდგება. აღნიშნული პროექტი თავის მოკრძაკლებულ წვლილს შეიტანს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო პარაოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები