პოლიტიკა
რატომ ხოცავენ ალბინოსებს აფრიკელები?
2012-08-26 12:13:05
ჩამოტვირთვა
„შუა ღამე იყო, როდესაც კაცების უცნობი ჯგუფი სახლში შემომიცვივდნენ და მითხრეს: ჩვეენ შენი მკლავისთვის მოვედით და თუ შენ დაიყვირებ ჩვენ ორივე მკლავს მოგჭრით. და მათ ჩემი მარჯვენა მკლავის მოჭრა დაიწყეს, როდესაც მე ყვირილი დავიწყე, მათ მეორე მკლავიც მომჭრეს.“
28 წლის მარიამუ სტენფორდი მაშინ ხუთი თვის ორსული გახლდათ. საავადმყოფომდე 6 საათის სავალი გზა იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა იგი მაინც გადარჩა, გადარჩა, მაგრამ დაკარგა ორი კიდური და ჯერ არ დაბადებული შვილი.
მიუხედავად ამხელა ტრაგედიისა ბედმა მაინც გაუღიმა და მისი ბედით ABC news ჯურნალისტები დაინტერესდნენ და ახალი ცხოვრების დაწყებაში დაეხმარნენ. იგი ამერიკაში ჩაიყვანეს და იქ ხელის პროთეზი გაუკეთეს, ასწავლეს თუ როგორ უნდა გამოეყენებინა ახალი ხელები და სულ ცოტათი შეუმსუბუქეს მძიმე ხვედრი.
დიახ, ეს რეალური ქალის რეალური ისტორია. ამავედროს შოკისმომგვრელი და დაუჯერებელი. დიახ, ეს ისტორია, XXI საუკუნეში მოხდა.
აფრიკულ ქვეყნებში ალბინოსების დისკრიმინაციის პრობლემა უკვე მრავალი წელია არსებობს. 2007 წელს დაახლოებით 57 ალბინოსი გამოასალმეს სიცოცხლეს, 2008 წელს ტანზანიასა და ბურუნდიში 50-ზე მეტი ალბინოსი მოკლეს.
გარდა მკვლელობისა პოპულარულია კიდურების მოკვეთა რომლებიც შემდგომ „შავ მაღაზიაში“ იყიდება, მათი ფასი კი 500$-დან 2000$-მდე მერყეობს, რაც ადგილობრივებისთვის ძალიან მაღალია, რადგან მათი წლიური შემოსავალი საშუალოდ 450$-ს შეადგეს.
„როცა ისინი ჩვენ გვკლავენ , მერე ცდილობენ გაგვყიდონ. ასე ისინი მდიდრები გახდებიან. მე მეშინია სახლში დარჩენის და მირჩევნია მშობლები მოვინახულო ხოლმე“
მანიას ემანუელი 12 წლისაა და სპეციალურ სკოლაში ცხოვრობს. იგი სკოლაში საცხოვრებლად მას შემდეგ გადავიდა, რაც მის მცირეწლოვან დას კიდურები მოაჭრეს. ის მხოლოდ 5 წლის იყო.
აფრიკაში ალბინოსი ბავსვების სპეციალურ სკოლებში ჩაბარება ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან იქ მათ საფრთხე არ ემუქრებათ, სკოლას დაცვა ჰყავს. ცრუმორწმუნე აფრიკელებისგან ალბინოსები დაცვის მიზნით უამრავი თავშესაფარი და ორგანიზაცია არსებობს, რომელიც ალბინოსს ბავშვებზე ზრუნავს და მათ ნორმალური ცხოვრების საშუალებას აძლევს, მაგრამ ეს მხოლოდ თავშესაფარში, რადგან როდესაც ისინი გარეთ გავლენ ისევ იმ სასტიკი რეალობის წინ აღმოჩნდებიან, რომელიც თავშესაფრის გარეთ არსებობს.
აფრიკელი ალბინოსების ცხოვრება კოშმარს მას შემდეგ დაემსგავსა რაც „გრძნეულმა-მკურნალებმა“ საზოგადოებაში მცდარი აზრი გაავრცელეს თითქოსდა ალბინოსთა სხეულის ნაწილებს მაგიური ძალა აქვს.
კომენტარები