0 4 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პრეზიდენტის ვიზიტით გახარებული სამტრედიელები

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს სამტრედიას ესტუმრა და მოსახლეობას შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა მათ სიტყვით მიმართა და არსებული პრობლემების გადაჭრას დაპირდა. დღესვე მიხეილ სააკაშვილმა სამტრედიელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც წარუდგინა. მერაბ ჯანელიძეს, რომელიც მოსახლეობასთან შეხვედრას პირადად ესწრებოდა, ქვეყნის პირველმა პირმა წარმატება უსურვა. სამტრედიელებისა და ქვეყნის პირველი პირის შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილიც ესწრებოდა. მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრისა და მისდამი უსაზღვრო პატივისცემის გამოხატვის მიზნით დღეს თითქმის მთელი სამტრედია გამოვიდა. სხვა შეხვედრებს მსგავსად საკუთარი პრეზიდენტი ხალხმა სამტრედიაშიც სიყვარულით მიიღო. აღსანისნავია, რომ სამტრედიაში ჩასვლამდე საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან სანდრა ელისაბეტ რულოვსთან ერთად ჭიათურასაც ესტუმრა და სოფელ სვერში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები