მსოფლიო
ჯვარისელები ქართული ოცნების კანდიდატის წინააღმდეგ
2012-08-23 20:44:16
ჩამოტვირთვა
რაჭაში ქართული ოცნების წარუმატებელი წინასაარჩევნო კამპანია გრძელდება, დღეს ოცნების ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით დარახველიძე ჯვარისელებმა სოფლიდან გაააგდეს. დარახველიძე, რომელიც ვარდების რევოლუციამდე რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორი იყო, რაჭველებში კორუფციასთან, უდენობასთან, კრიმინალთან და უკანონო გარიგებასთან ასოცირდება.
დარახველიძეს სოფელში მხოლოდ რამოდენიმე ჯვარისელი დახვდა. ხალხის სიმცირეს მაჟორიტარობის კანდიდატმა თავისებური ახსნა მოუძებნა. მხარდამჭერთა განსაკუთრებული სიმცირე ჯერ ორგანიზატორს, შემდეგ კი ხელისუფლებას გადააბრალა.
დარახველიძე სოფელში ყოფილ ფეხბურთელთან მანუჩარ მაჩაიძესთან ერთად ჩავიდა. თუმცა ჯვარისელებმა არც მისი მოსმენა ისურვეს. ის, რომ რაჭველებისთვის ოცნების მაჯორიტარობის კანდიდატს, გუბერნატორობის მუშაობის პერიოდში არაფერი გაუკეთებია, ქართული ოცნების წევრმა და დღევანდელი შეხვედრის ორგანიზატორმაც დაადასტურა.
ბრალდებებისა და წარსულის შეხსენების შემდეგ, ოცნების კანდიდატმა ჟურნალისტთა კითხვებს ვერ უპასუხა და ტერიტორია საკუთარ დაცვასთან ერთად მალევე დატოვა, მიზეზად კი აუხსნელი შიში დაასახელა. დარახველიძემ პასუხი ვერც იმ ადამიანებს გასცა, რომლებიც ქართული ოცნების ამბროლაურის მაჟორიტარობის კანდიდატს, კორუფციასა და უკანონო გარიგებებში ადანაშაულებენ.
კომენტარები