0 4 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვანო მერაბიშვილი ბოლნისში ფერმერებს შეხვდა

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ბოლნისში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა მთავრობის მიერ უკვე განხორციელებული და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილი ინიციატივები იყო. ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მისი მთავრობის მთავარი კურსი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იქნება ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებების ძირითადი ნაწილის გამგებლებზე, საკრებულოებზე და სოფლის რწმუნებულებზე გადანაწილება. პრემიერ–მინისტრის განმარტებით, გადაწყვეტილების ადგილზე, კონკრეტულ რაიონში, კონკრეტულ სოფელსა თუ დაბაში მიღება გაცილებით ეფექტური და შედეგიანი იქნება, რადგან ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მოსახლეობასთან ერთად, უკეთესად იცის საკუთარი რაიონის თუ სოფლის სპეციფიკური პრობლემები და მისი გადაჭრის გზები. ვანო მერაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო მზად არის, დაინტერესებულ ფერმერებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში მაქსიმალური დახმარება გაუწიოს, მათ შორის, სხვადასხვა სახის შეღავათის დაწესებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები