0 4 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ანა ლომინაძე - გოგონა რომელმაც მსოფლიო უნდა გააოცოს

ჩამოტვირთვა

17 წლის ქართველი გოგონა , რომელმაც მსოფლიო უნდა გააოცოს...ანა ლომინაძე დარდანელის სრუტის გადასაცურად ემზადება. ამ უშიშარმა, მომხიბვლელმა გოგონამ „ხელფეხშეკრული კოლხურით“ 5 კილომეტრი უნდა გადაცუროს. მართალია უშიშარია, მაგრამ კამერებთან საკმაოდ მორიდებული აღმოჩნდა. ამბობს რომ საქართველოს სახელით ასპარეზობა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა, ამიტომ საკუთარი ქვეყნის სახელისათის ბოლომდე იბრძოლებს. ანა ლომინაძემ ცურვა 3 წლის ასაკიდან დაიწყო, პირველი გამარჯვება და პირველი ადგილი 5 წლის ასაკში მოვიდა, შემდეგ იყო საქართველოს ჩემპიონის ტიტული. იგი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია. ამჯერად კი სპორტსმენი თავისი აღმზრდელის სახელოვან ტრადიციას აგრძელებს და ასპარეზობას ჰენრი კუპრაშვილის მიერ დარდანელის გადაცურვის 10 წლისთავს უძღვნის. დამღლელი ვარჯიშები მთელი დღის განმავლობაში - 3 თვეა უკვე, რაც ანას სხვა საქმისთვის დრო საერთოდ აღარ რჩება. ამბობს რომ ძალიან ნერვიულობს და ბევრს ვარჯიშობს, რათა სასურველ მიზანს მიაღწიოს და ოცნება აიხდინოს. 26 აგვისტოს მომხიბვლელი სპორტსმენი, მწვრთნელთან ერთად დარდანელის სრუტის დასაპყრობად გაემგზავრება. გამარჯვების შემთხვევაში, ანა ლომინაძე გახდება პირველი ქალი პლანეტაზე, რომელიც ცურვის ქართული სამხედრო-საწვრთნელი სტილით ევროპისა და აზიის გამყოფ დარდანელის სრუტეს გადალახავს. 30 აგვისტო...წინ მართლაც რომ დიდი და სახიფათო ასპარეზობა გველის... ამიტომაც წინ გამარჯვებისაკენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები