მსოფლიო
ლეიბორისტ ჩიტაურს მეოცნებეები ავიწროვებენ
2012-08-22 10:20:35
ჩამოტვირთვა
ის, რომ ქართული ოცნება წინასაარჩევნო კამპანიას ბინძური მეთოდებით აწარმოებს, ახალი ამბავი არ არის. საზოგადოებისთვის ისიც კარგად ცნობილია, რომ ოცნებელები პოლიტიკური ოცნებების ასრულებაში კონკურენტებს ხელს ღიად უშლიან.
ლეიბორისტული პარტიის თიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატს გიორგი ჩიტაურს ქართულმა ოცნებამ, გადასვლის სანაცვლოდ 10 000 ლარი ჯერ კიდევ მაშინ შესთავაზა, სანამ პარტია ჩიტაურის კანდიდატურას ოფიციალურად დაასახელებდა. უარის მიღების შემდეგ კი გაწბილებულმა ოცნებამ ჩვეულ ხერხს მიმართა და ახალგაზრდა მომღერალი ხან ქურდობაში, ხან კი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის არსებობაში დაადანაშაულა.
ლეიბორისტების კანდიდატი ამბობს, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები მასზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახორციელებენ. თიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი, ყოფილი დეპუტატი და ქართული ოცნების ოფისის ხელმძრვანელი თამაზ მეჭიაური, ქართული ოცნების წევრი მალხაზ დავითაშვილი, ერწოს ზოლის კოორდინატორი ალექსი ქავთარაძე, ეს იმ ადამიანების არასრული ჩამონათვალია, რომელბსაც ჩიტაური წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის მცდელობაში ადანაშაულებს. თუმცა ჩიტაურმა ჩვენთან საუბრისას ვრცელ ჩამონათვალს, ერთ-ერთი ჟურნალისტის და ბიძინა ივანიშვილის სოციალური ქსელის გვერდის ადმინისტრატორის, გიორგი უძილაურიც გვარიც მიამატა.
ქართული ოცნების თიანეთის ოფისში მისულ ჩვენს გადამღებ ჯგუფს, ოცნების წევრები ჩვეულ ამპლუაში დაგხვდნენ. ჭამა-სმის პერიოდში გადაღების უფლება,რომ არ მოგვცეს მასპინძლობა მეორე სართულზე, სწორედ იმ მრგვალ მაგიდასთან გაგვიწიეს, სადაც თიანელი მეოცნებეები დიადი ოცნებების ასრულების გეგმებს სახავენ. ეს კი მალხაზ დავითაშვილია, ამბობს,რომ შტაბის უფროსად რამოდენიმე დღის წინ დაინიშნა, თუმცა ყველასთვის ცნობილია, რომ ქუცნაშვილმა ეს თანამდებობა სახალხოდ თამაზ მეჭიაურს მიანიჭა, რომელმაც საკუთარი კანდიდატურა ცოტახნის წინ სწორედ ქუცნაშვილის სასარგებლოდ მოხსნა. თიანეთში იმასაც ამბობენ ,რომ არ არის გამორიცხული მეჭიაურმა საკუთარი კანდიდატურა კვლავ წარადგინოს. ოცნების ოფისში მეჭიაური მართლაც არ დაგვხვდა. დავითაშვილმა კი ჩიტაურის ბრალდებას უპასუხა.
ეს ქალბატონი ოცნების პრესსპიკერად გაგვეცნო, ინტერვიუს მსვლელობისას არც დავითაშვილის სიტყვების გაკონტროლებას მორიდებია და ჩვენს გადამგებ ჯგუფსაც ტერიტორიის დატოვება მაშინვე უბრძანა როცა დავითაშვილმა მრგვალ მაგიდასთან ჩვენთან ოცნება დაასრულა. სულ ცოტახანში კი itv-ის გამოჩენით გაღიზიანებულმა ქალბატონმა ჩვენს დასაფიქსირებლად პატარა მოეცნებე მოავლინა.
ის რომ სოფლებში ჭორი მალე ვრცელდება ამ ქალბატონმა დაგვიდასტურა, ჩვენი გადამღები ჯგუფი ჩიტაურის მშობლიურ სოფელშიც ჩავიდა.
თვითონ ლეიბორისტების კანდიდატი კი ქართული ოცნების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის და წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის გაგრძელების შემთხვევაში, ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის ზაქარია ქუცნაშვილის წინააღმდეგ, სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.
კომენტარები