0 4 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

არასამთავრობოების მზადება არჩევნებისთვის

ჩამოტვირთვა

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს 32-ტზე მეტი არასამთავრობი ორგანიზაცია დააკვირდება, აქედან 5 საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია იქნება. დამკვირვებლები უკვე აქტიურად არიან ჩართულები წინასაარჩევნო პროცესებშიც. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომდგენელთა განცხადებით მდგომარეობა სტაბილურია და ჯერჯერობით დარღვევებს ადგილი არ აქვს. წინასაარჩევნო სამზადისშია ცენტრალური საარჩვნო კომისიაც. ცეესკოში ამბობენ, რომ ამ დროისთვის უკვე 27 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული. ქართულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დარეგისტრირება 21 სექტემბრამდე შეუძლიათ, საერთაშორისოებისთვის კი ვადა 24 სექტემბერს ამოიწურება. არჩევნებს დააკვირდებიან ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც”. ახალგაზრდა იურისტები აცხადებენ, რომ მათი წარმომადგენლები ყველა დარღვევაზე ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა 1-ი ოქტომბრისთვის მნიშვნელოვან დარღვევებს არ ელოდებიან. 2012 წლის 1-ი ოქტომბრის არჩევნებში ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ისეთი საერთაშორისოები მიიღებენ მონაწილეობას როგორიცაა IRI, NDI, ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა და სხვები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები