პოლიტიკა
საზოგადოებრივი მაუწყებელი სექტემბრიდან ტელედებატებს იწყებს
2012-08-21 12:11:06
ჩამოტვირთვა
საზოგადოებრივი მაუწყებელი სექტემრიდან ტელედებატებს იწყებს. ამის შესახებ არხის გენერალურმა დირექტორმა დღეს სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გია ჭანტურიას განცხადებით საზოგადოებრივი მაუწყებელი განუხრელად ასრულებს საქართველოს საარჩევნო კოდექსისა და მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე სექტემბრიდან დებატებში საარჩევნო სიების პირველი ნომრებისა და პრემიერმინისტრობის კანდიდატების მონაწილეობას მიესალმება. დებატების ორგანიზებაში, ისევე, როგორც 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების პერიოდში, ჩართულია განვითარების საერთაშორისო სააგენტო usaid და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი ifes.
კომენტარები