პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები შეცვალა
2012-08-20 14:02:45
ჩამოტვირთვა
"ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თეთრიწყაროსა და თერჯოლის რაიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები შეცვალა. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, თეთრიწყაროში მამუკა აბულაძე შალვა ხაჭაპურიძემ ჩაანაცვლა, ხოლო თერჯოლაში ომარ ნიშნიანიძის მაგივრად ზაურ გოგსაძე იყრის კენჭს.
ასევე, ივანიშვილმა დღეს ორი რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატიც წარადგინა. ცაგერში "ქართული ოცნების" სახელით საპარლამენტო მანდატისთვის მამუკა ჩაჩხიანი იბრძოლებს, ხოლო ახალქალაქში _ ლორიკ კარაპეტიანი.
როგორც "ქართული ოცნების" ლიდერმა აღნიშნა, კოალიციას მაჟორიტარობის კანდიდატები ორ რეგიონში დარჩა წარსადგენი – ნინოწმინდასა და მარნეულში, რომელსაც კოალიციის ლიდერი უახლოეს დღეებში წარადგენს.
კომენტარები