პოლიტიკა
ივანიშვილი = ბურჯანაძე
2012-08-20 16:29:58
ჩამოტვირთვა
ბიძინა ივანიშვილისა და ნინო ბურჯანაძის საქმიანი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა. ქართული ოცნების ლიდერმა დღეს ღიად დააფიქსირა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ნინო ბურჯანაძეს მაღალ თანამდებობას შესთავაზებს. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა რუსთავში გამართული აქციის დასრულების შემდეგ განაცხადა. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსთავის აქციის დაწყებამდე ივანიშვილი ნინო ბურჯანაძეს პირადად შეხვდა. კონკრეტულად რაზე ისაუბრეს მეოცნებეების ლიდერმა და 2011 წლის მაისის მოვლენების მთავარმა მოქმედმა პირმა მედიისთვის უცნობია, თუმცა ბურჯანაძესთან შეხვედრის შეფასებისას მილიარდერი კმაყოფილი ტონით საუბრობდა.
ყველამ კარგად იცის, რომ ივანიშვილს უკვე ჩვევად ექცა საკუთარ გუნდში იმ პოლიტიკოსების მიღება, რომლებსაც ქართული საზოგადოება არ ენდობა, თუმცა ბურჯანაძესთან საქმის დაჭერით ივანიშვილმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. როგორც ჩანს ოლიგარქს ბურჯანაძის ცოდვები არ ახსოვს.
ეს სიტყვები 26 მაისის ღამეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელის ვლადიმერ მასურაშვილის დედას ეკუთვნის. 33 წლის მასურაშვილს ნინო ბურჯანაძის ესკორტის ერთ-ერთი ავტომობილი დაეჯახა და ის ადგილზევე გარდიცვალა. ვლადიმერ მასურაშვილი ნინო ბურჯანაძის ამბიციებს ემსხვერპლა, მისი ამბიციები კი შემდგომში მდგომარეობდა.
ბიძინა ივანისვილმა თავად აღიარა, რომ მისი და ბურჯანაძის მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა, ამიტომ მათ ვინც ოლიგარქის პოლიტიკურ მოტივებში ბოლომდე გარკვეული ჯერაც არ არის შეუძლია მარტივი ლოგიკით მიხვდეს, რომ ბიძინა უდრის ნინოს, ანუ ივანიშვილი იბრძვის ზუსტად იმისთვის რისთვისაც ერთი წლის წინ ნინო ბურჯანაძე იბრზოდა.
კომენტარები