მსოფლიო
ივანიშვილმა საქართველოს აგვისტოს ომის დაწყება კიდევ ერთხელ დააბრალა
2012-08-18 13:16:11
ჩამოტვირთვა
კოალციია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ 2008 წელს რუსეთთან ომი საქართველომ დაიწყო.
ივანიშვილმა მისი ეს პოზიცია „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე დღეს–დღეობით ქვეყნის თავდაცვას ბიუჯეტის სოლიდური ნაწილი მიაქვს, თქვენს შემთხვევაში როგორ გადანაწილდება თანხები?
ივანიშვილი პასუხობს: „ კონკრეტულ შეფარდებებს ბიუჯეტში ახლა ვერ დავასახელებ, მაგრამ რაც სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ გააკეთა ამ კუთხით, უამრავი უმეცრება შეიძლება დავინახოთ. დაწყებული ტანკების შესყიდვიდან, შემდეგ იმ ავანტურაში ჩართვით, როგორც დაიწყეს ომი. რაც დაფინანსება იყო, ქარს და წყალს გაატანეს“.
ბიძინა ივანიშვილმა რუსეთ - საქართველოს შორის 2008 წლის ომზე პირველი განცხადება მისი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ჩატარებულ პირველსავე პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მაშინ ივანიშვილი აცხადებდა, რომ საომარი მოქმედებები ქართულმა მხარემ დაიწყო.
მოგვიანებით ივანიშვილმა საკუთარ განცხადებებში საომარი მოქმედებები „ომით“ ჩაანაცვლა.
კომენტარები