0 7 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კალაძე სამტრედიაში გამარჯვებაზე აღარც ოცნებობს

ჩამოტვირთვა

სოფელ ნიგორწყვას ეწვია, სადაც შეხვედრის იმიტაციის ჩატარებაც კი ვეღარ მოახერხა. ადგილობრივები მისდამი იმდენად აგრესიულად არიან განწყობილი, რომ კალაძისა და მისი ამალის დანახვა არავის გახარებია. სამტრედიელებს არ სჯერათ ყოფილი ფეხბურთელის, ადგილობრივებს მიაჩნიათ რომ კალაძე მათთვის არაფერს გააკეთებს და წინაასაარცევნო დაპირებებს მხოლოდდამხოლოდ ხმების მოსაპოვებლად იძლევა. აღსანისნავია ისიც, რომ კალაძე სოფელ ნიგორწყვაში დღეს პირველად იმყოფებოდა, რაც მან თავადაც აღიარა. სოფელში კალაძის ჩასვლამდე აიტივიმ ხალხის აზრის გაგება სცადა. მედიასთან საუბრისას ადგილობრივები არ მალავდნენ, რომ კალაძესთან შესახვედრად საყვედურის სათქმელად მიდიოდნენ. ნიგორწყველების აგრესიით იმედგაცრუებულმა კალაძემ დღეისათვის დაგეგმილი ყველა შეხვედრა გადადო. როგორც ცნობილია ექსფეხბურთელი დღეს სამტრედიის 4 სოფელში გეგმავდა ჩასვლას, თუმცა ნიგორწყვაში ვიზიტისას მიხვდა, რომ იმიტირებული შეხვედრები და ცარიელი სიტყვები მის წისქვილზე წყალს ვეღარ ასხამს და დანარჩენ სამ სოფელს აღარ ეწვია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები