0 7 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ოლიგარქი ჯარიმას გადაიხდის

ჩამოტვირთვა

ბიძინა ივანიშვილს საკუთარი სიტყვების უკან წაღება რომ სჩვევია ეს უკვე ახალი ამბავი არ არის. ამჯერადაც ოლიგარქმა სიტყვა გატეხა და ბათუმში, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ განაცხადა რომ დაკისრებული ჯარიმის გადახდას აპირებს. 20 მილიონსაც გადავრიცხავ და კახი კალაძეც გადაიხდის ჯარიმას, ოღონდ სტიქიით დაზარალებულებს მისცენ- განაცხადა ივანიშვილმა. თავიდან, ოლიგარქი იმუქრებოდა, რომ კაპიკს არ გადაიხდიდა. გულზე მჯიღს იცემდა, ავტოგოლისტი კახი კალაძეც. ორივე ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ივანიშვილს სჩვევია სიტყვის გატეხვა და ყალბი ყბედობა. ამბობს ერთს, ფიქრობს მეორეს, აკეთებს მესამეს. იგი იმუქრებოდა მაშინაც როცა პირველად 80 მილიონით დააჯარიმეს. მაშინ გამოსავალი იპოვა და განაცხადა, რომ sტიქიით დაზარალებულ კახელების დასახმარებლად გაიღებდა ამ თანხას.. რეალურად, მის მიერ გადახდილ ჯარიმას არაფერი ჰქონდა საერთო სტიქიით დაზარალებულებთან. როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ბიძინა ივანიშვილი 20 მილიონით, კახი კალაძე კი 17 მილიონამდე ლარით დააჯარიმა. ეს მას შემდეგ, რაც პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე პირებმა, ბიძინა ივანიშვილმა და კახი კალაძემ, კუთვნილი საბანკო ანგარიშებიდან, ნაღდი ფულის სახით, დანიშნულების მითითების გარეშე, სოლიდური თანხა გაიტანეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები