0 7 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კალაძის წინასაარჩევნო კამპანია: იმიტირებული შეხვედრები და კონკურენტის სახელით მანიპულირება

ჩამოტვირთვა

კახი კალაძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში იმიტირებული შეხვედრების გამართვა დაიწყო. დღეს სამტრედიის რამდენიმე დასახლებას კალაძე საკუთარ ამალასთან ერთად ისევ ეწვია. ქართული ოცნების მაისურებსა და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი მეოცნებეები მოსახლეობას ექსფეხბურთელთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ. მედიისთვის თვალის ასახვევად კალაძე სიტყვით საკუთარი მომხრეების წინაშე გამოდიოდა, ადგილობრივ მაცხოვრებლებს კი ფეხბურთელის დაცვა და ქართული ოცნების მხარდამჭერები კალაძესთან მიახლოებისა და შეკითხვების დასმის საშუალებას არ აძლევდნენ. ამ ფაქტმა სამტრედიელების გაღიზიანება გამოიწვია, ადგილობრივები მიხვდნენ, რომ კახი კალაძეს მათი შეკითხვების ეშინია. სამტრედიის მცხოვრებლებისგან განსხვავებით ექსფეხბურთელთან მიახლოება და მისთვის არასასურველი შეკითხვების დასმა მოახერხეს აიტივის ჟურნალისტებმა. აიტივიმ სცადა გაერკვია რას ფიქრობს კალაძე მის მიერ ზვიად სტურუასთვის ნაჩუქარი მანქანის ცნობილ ისტორიაზე. საუბარია რამდენიმე წლის წინანდელ ამბავზე, როდესაც კალაძემ საკუთარ მეგობარ სტურუას ავტომობილი აჩუქა, ფეხბურთელის მამამ კარლო კალაძემ კი შვილის მეგობარს მანქანის საფასური გადაახდევინა. ამ ისტორიის გამო სამტრედიელები კარლო კალაძისადმი იმდენად აგრესიულად არიან განწყობილი, რომ ექსფეხბურთელის მამა მშობიურ რაიონში გამოჩენასაც კი ვერ ბედავს შეძლებელია არ აღვნიშნოთ, რომ აქციას კალაძის მხარდამჭერიც ესწრებოდა, მართალია ის არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება მთვრალი სამტრედიელი კახი კალაძისადმი დადებითად იყო განწყობილი. კახი კალაძის წინასაარჩევნო კამპანია დღეს კიდევ ერთი უცნაურობით გამოირჩეოდა. დღეს გამართულ ბოლო შეხვედრაზე ექსფეხხბურთელის მომხრეებმა მოსახლეობა მოატყუეს, თითქოს მათთან შესახვედრად კალაძის კონკურენტი, დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ჯანელიზე მიდიოდა, რომელიც სამტრედიელებს ძალიან უყვართ და ჯანელიძესთან შეხვედრის იმედით ხალხი ქუჩაში გამოვიდა. თუმცა დათქმულ დროს მათ ჯანელიძის ნაცვლად ქართული ოცნების კანდიდატი კახი კალაძე ეწვიათ. იმედგაცრუებული სამტრედიელების ნაწილმა შეხვედრის ადგილი დატოვა, დანარჩენების წინაშე კი კალაძეს თავის მართლება მოუწია. იმიტირებული შეხვედრები და კონკურენტის სახელით მანიპულირება მოწმობს, რომ კახი კალაძე პოლიტიკურ ასპარეზზე საკუთარ უძლურებაში უკვე ბოლომდე დარწმუნდა. კიდევ რას მოიფიქრებენ ის და მისი მომხრეები შეხვედრებზე ხალხის მისატყუებლად და მოსახლეობის შეკითხვების თავიდან ასარიდებლად, ამას აიტივი მომდევნო დღეებშიც შემოგთავაზებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები