0 6 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კახი კალაძის მორიგი მარცხი სამტრედიაში

ჩამოტვირთვა

ჭაგანი, ღანირი, ჩხენიანი და ნინუაკუთხე- ეს ის სოფლებია, სადაც დღეს ქართული ოცნების წევრმა კახი კალაძემ მოსახლეობასთან შეხვედრა სცადა. ყოფილ ფეხბურთელთან შესახვედრად ადგილობრივები არც ამ სოფლებshi გამოსულან, სამტრდიის სხვა მაცხოვრებლების მსგავსად ავტოგოლების მოყვარული კალაძის არც მათ სჯერათ. კალაძე და თბილისიდან სპეციალურად ჩასული ამალა, ხალხს ეგრეთწოდებულ სოფლის „ბირჟებზე“ მიადგნენ, სადაც მრავლად იყვნენ ალკოჰოლის ზემოქმედებისქვეშ მყოფი სამტრედიელები. ჭაგანში, ღანირში, ჩხენიანსა და ნინუაკუთხეში კალაძის ვიზიტები ისეთივე ხანმოკლე იყო, როგორც გუშინ სოფელ ბაშში გამართული შეხვედრა. შეიძლება ითქვას რომ კახი კალაძემ მორიგი მარცხი განიცადა და სამტრედიელებს დღესაც იმედგაცრუებული დაშორდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები