პოლიტიკა
კალაძისა და მისი კრიმინალების უშედეგო ვიზიტი სამტრედიაში
2012-08-13 20:25:11
ჩამოტვირთვა
კახი კალაძე მშობლიურმა სამტრედიამაც კი არ მიიღო. რამდენიმე საათის წინ, ის სოფელ ბაშის მცხოვრებლებს შეხვდა. აღსანიშნავია რომ ყოფილ ფეხბურთელთან შესახვედრად ბაშელების მხოლოდ მცირე ნაწილი მივიდა, რომლებიც უკმაყოფილონი ჩანდნენ და ხმამაღლა აცხადებდნენ, რომ არც ქართულ ქართულ ოცნებას და არც კალაძეს არ ენდობიან.
უნდობლობა და აგრესია ცალმხრივი არ ყოფილა. ბაშელებისადმი აგრესიულად იყო განწყობილი თავად კალაძეც. აგრესიულ ნოტზე იყვნენ მეოცნებე ფეხბურთელის დაცვის წევრებიც, რომლებიც ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელის შეშლას ცდილობდნენ.
სოფელ ბაშის მოსახლეობისა და კალაძის შხვედრაზე მრავლად იყვნენ, თბილისიდან ჩასული ექსფეხბურთელის მეგობებიც. მათ შორის გახლდათ კალაძის მარჯვენა ხელი და ახლო მეგობარი მრავალჯერ ნასამართლევი ცოტნე შენგელაია. შეგახსენებთ, რომ ცოტნე შენგელია, ოდესღაც სპორტსმენი გახლდათ, მაგრამ მერე კრიმინალურ სამყაროს დაუკავშირდა და ნასამართლევს, ახლა ისღა დარჩენია, კალაძეს სდიოს კუდში. ცოტნე შენგელია, სამტრედიაში კახი კალაძის მარჯვენა ხელია. მას მხარს ის სამტრედიელი კრიმინალებიც უჭერენ, რომლებიც საქართველოში აღარ ცხოვრობენ. ცოტნე შენგელიას და მის მეუღლეს, არაერთხელ საჯაროდ გამოუთქვამთ მოსაზრება, რომ ბიძინა ივანიშვილს და შესაბამისად კახი კალაძეს მხარს იმიტომ უჭერენ რომ, მათ და მათმა ახლობელმა კრიმინალებმა ძველებურად შეძლონ საქართველოში თუ კონკრეტულად სამტრედიაში ცხოვრება.
საბოლოო ჯამში ბაშელებთან შეხვედრას კალაძისთვის არასასურველი შედეგი ჰქონდა. მოსახლეობამ არც ექსფეხბურთელი და არც მისი კრიმინალური ამალა არ მიიღო. კახი კალაძემ ბაშში ერთ საათზე ნაკლები დრო გაატარა, რის შემდეგაც სამტრედია უკმაყოფილო სახით დატოვა.
კომენტარები