მსოფლიო
ივანიშვილი 20 243 827 ლარით დაჯარიმდა
2012-08-11 21:19:25
ჩამოტვირთვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი ადმინისტრაციულ სამართადამრღვევად სცნო და უკანონო შემოწირულობების განხორციელებისთვის 20 243 827 ლარით დააჯარიმა.
სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის სამსახურის ოქმის საფუძველზე მიიღო, რომლის მიხედვით, ივანიშვილმა საკუთარი საბანკო ანგარიშებიდან გამოტანილი თანხა ნაღდი ფულის სახით "ქართული ოცნებისთვის" შემოწირულობისთვის გამოიყენა სხვადასხვა პირების გამოყენებით. ამასთან, სასამართლომ აუდიტის სამსახურის მიერ დათვლილი თანხა - 5 552 135 ლარი არასწორად მიიჩნია და ხელახალი დათვლა განახორციელა, რომლის მიხედვით უკანონო შემოწირულობებისთვის საბანკო ანგარიშებიდან მოხსნილმა თანხამ 4 048 765 ლარი შეადგინა. ბიძინა ივანიშვილი ამ თანხის ხუთმაგი ოდენობის თანხით დაჯარიმდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ივანიშვილმა დაკისრებული ჯარიმა 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.
კომენტარები