პოლიტიკა
სანდრა რულოვსი ამბროლაურში
2012-08-11 17:58:53
ჩამოტვირთვა
ახალ სადაზღვევო პოლისებზე ისაუბრა დღეს საქართველოს პირველმა ლედიმ ამბროლაურის სამედიცინო ცენტრში. საქართველოს პირველი ლედი დაწესებულების საქმიანობას ადგილზე გაეცნო.
სანდრა რულოვსმა, ექიმებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრა. მან ყურადღება ძირითადად, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათი ანაზღაურების მომატებაზე გაამახვილა.
ისაუბრეს ახალ სადაზღვევო პაკეტზე, რომლის ფარგლებშიც პირველი სექტემბრიდან დამატებით 900 ათასი ადამიანი დაეზღვევა. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, უწყების ამოცანაა, ნებისმიერი სტაციონარი და ამბულატორია მზად იყოს მაქსიმალური დატვირთვით მუშაობისათვის, რათა მოსახლეობამ მაღალი დონის მომსახურება შეუფერხებლად მიიღოს.
კომენტარები