მსოფლიო
მერაბიშვილი ექიმებისთვის ხელფასის მომატებაზე სუბრობს
2012-08-11 17:55:08
ჩამოტვირთვა
პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრს ესტუმრა ვანო მერაბიშვილმა სხვადასხვა კლინიკის წარმომადგენელ პირველადი ჯანდაცვის სფეროს ექიმებთან საუბრის დროს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ახალი ოთხწლიანი სამთავრობო პროგრამის -"მეტი სარგებელი ხალხს" ფარგლებში, პირველი სექტემბრიდან დაზღვეულთა რაოდენობა ქვეყანაში 900 ათასი ადამიანით გაიზრდება.
მისი განცხადებით, ახალი პოლისების ამოქმედებას მოჰყვება სამედიცინო დაწესებულებებში, გასაკუთრებით კი პირველადი ჯანდაცვის სფეროს ექიმებთან პაციენტთა მიმართვიანობის მომატება, რასაც ჯანდაცვის სისტემა მომზადებული უნდა შეხვდეს. საუბრის დროს პრემიერმა განაცხადა, რომ პაციენტების ზრდის პარალელურად, უნდა მოიმატოს სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებამაც.
კომენტარები