პოლიტიკა
ივანიშვილი ჟურნალისტებსა და მათ შვილებს დაემუქრა
2012-08-11 12:31:36
ჩამოტვირთვა
ასე ემუქრება ქართველ ჟურნალისტებს მეოცნებე ივანიშვილი. ემუქრება მედიას რომელმაც ბოლო წლებში მრავალი განსაცდელი გამოიარა, თუმცა ამ დროის განმავლობაში არც რომელიმე ოპოზიციური თუ სახელისუფლებო დაჯგუფებიდან, ისეთი მუქარანარევი განცხადებები არავისგან მიუღია, როგორც მენტალობით რუს ბორია ივანიშვილისგან. როგორც ჩანს რუსეთში გამდიდრებული ბიზნესმენი კარგად იცნობს იქ გაბატონებულ დაუწერელ კანონებს. მედიის დაშინება რუსეთის ხელისუფლებას უკვე ჩვევადა აქვს ქცეული და ოლიგარქიც ყოველდღიურად ემსგავსება მისთვის მიუღებელი ჟურნალისტების მხოცავ პუტინს. ემსგავსება აზროვნებით, მეტყველების მანერით, ჟესტიკულაციით, მისთვის მიუღებელი ჟურნალისტებისადმი აგრესიით.
„ნუ გაუფუჭებთ მომავალს თქვენს შვილებს“- ოლიგარქი არამარტო მედიათანამშრომლებს არამედ მათ შვილებსაც კი ემუქრება, გადარჩენის ერთადერთ გზად კი ქართული ოცნების მხარეს დადგომას სთავაზობს. ჩვენ დაგეხმარებით და ყველაფერს გავაკეთებთ რომ თქვენ დაიბრუნოთ ღირსება-გვეუბნება ოლიგარქი. მის სიტყვებში „ღირსება“ შირმაა. ეს წინადადება ასე ითარგმნება. „გახდით ჩემი მონები და მე გადაგიხდით ასი ათასებს, როგორც ვუხდი ნანა ლეჟავას, კახა ბექაურს და მის ცოლს...“. ამბობს „ღირსებას“, გულისხმობს - „ფულს“. ოლიგარქს სად აქვს ღირსება, სხვას რომ დაუბრუნოს. მას მხოლოდ ფული აქვს...
კომენტარები