0 7 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ივანიშვილი პუტინის განცხადებებს გამოეხმაურა

ჩამოტვირთვა

რუსეთის არაერთი აღიარების მიუხედავად, საქართველოში ბევრ პოლიტიკურ მოღვაწეს მაინც არ სჯერა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთმა დაიწყო. მაგალითად, „ქართული ოცნების“ ლიდერი და მისი გარემოცვა მუდმივად ცდილობს, პირდაპირ თუ ირიბად ამტკიცოს, რომ ომი საქართველომ დაიწყო. . ეს განცხადებები მაყურებელს კარგად ახსოვს, თუმცა ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც საქართველო პირდაპირ დაუდანაშაულებიათ შეიარაღებული თავდასხმის ორგანიზებაში. ხსოვნის კვირეულის დროს, მაშინ როდესაც მთელი საქართველო რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულებს გლოვობს, ივანიშვილი ურეკში მოსახლეობასთან შეხვედრისას, აცხადებს, რომ ცხინვალში ომი სააკაშვილმა დაიწყო. ურეკში აგვისტოს ომის შეფასებისას მეოცნებეების ლიდერის გამოსვლა ურთიერთგამომრიცხავ ფრაზებსაც მრავლად შეიცავდა. ივანიშვილის თქმით, რუსეთს საქართველოსთან ომი ყოველთვის უნდოდა და ამ ომისთვის წლების განმავლობაში ემზადებოდა, მაგრამ მილიარდერის აზრით, დამნაშავე მაინც საქართველოა. ამ განცხადებიდან აშკარად ჩანს, რომ „ოცნების“ ლიდერი ცდილობს, რუსეთის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყება უსუსური არგუმენტებით გაამართლოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები