0 7 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რა კავშირი აქვს ივანიშვილს გამყალბებელ ორგანიზაციასთან?

ჩამოტვირთვა

ამერიკული კომპანია პენ შონ ბერლანდი საკუთარი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, შედეგების მიხედვით, კოალიცია ,,ქართული ოცნება“ ერთი პუნქტით უსწრებს ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რამდენიმე პუნქტში კი სხვაობა ,,ქართული ოცნების“ სასარგებლოდ კიდევ უფრო იზრდება. 1980 ინფორმირებული ამომრჩევლის პასუხების მიხედვით, ,,ქართული ოცნება“, ნაციონალურ მოძრაობას 9 პროცენტით უსწრებს. გამოკითხვა ,,ფარული ბიულეტინის“ მეთოდოლოგიით ჩატარდა, ანუ კვლევითი ცენტრის განმარტებით, გამოკითხულთა ანონიმურობა დაცული იყო, თუმცა რა კითხვები დაუსვეს რესპონდენტებს და რა სავარაუდო პასუხები მოიაზრებოდა, ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია არ ასაჯაროებს. კომენტარს არც კომპანიის წარმომადგენელი კრეგ სმიტი აკეთებს. ბევრი კითხვა ჩნდება კომპანიის მუშაობის ირგვლივ, გარუკვეველია, რატომ არ აქვეყნებენ დასმული კითხვებისა და სავარაუდო პასუხების ჩამონათვალსა და თანმიმდევრობას. ასევე გაურკვეველია, რა მიზნები ამოძრავებს კომპანიას, როცა მსგავს უზუსტობებს უშვებს: ,,საზოგადოებას სულ უფრო მეტად აწუხებს დემოკრატიისა და თავისუფლების თემა 4–იდან 1 ადამიანი ამართლებს ხელისუფლების ქმედებებს დემოკრატიზაციის მიმართულებით, და 5–დან 1–ზე ნაკლებს მიაჩნია, რომ ხელისუფლება გამჭვირვალეა თავის ქმედებაში“. კომპანიამ დაასახელა ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც კვლევის ჩატარება დაუკვეთა, თუმცა კომპანიის წარმოამდგენლის განმარტებით, ის არ ფლობს ინფორმაციას ვინ არის დამკვეთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფინანსებელი ან აქვს თუ არა დამკვეთს რაიმე პოლიტიკური მიზანი. გავრცელებული ინფორმაციით, კვლევის დამკვეთი კომპანია ,,ევროპული პლატფორმა საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის“ სწორედ ივანიშვილისგან ფინანსდება და კომპანია შეიქმნა როგორც ფულის გამოყენების საშუალება. ამის შესახებ კრეგ სმიტის განმარტებით PSB ინფორმაცია არ აქვს. გარდა ამისა, ჩნდება კიდევ ერთი საფუძვლიანი ეჭვი, რადგან კომპანია ,,პენ შონ ბერლანდის„ წარმოამდგენელი თავადვე ადასტურებს, რომ კვლევითი ორგანიზაციის თანამშრომელი, ვინმე მიტჩელ კეიტი, ბიძინა ივანიშვილის წინაასაარჩევნო კაპანიაშია ჩართული და მისთვის მუშაობს, თუმცა სმიტი ამაში პრობლემას ვერ ხედავს. ცოტა ხნის წინ, ონლაინ გამოცემა პრესა ჯი წერდა, რომ კომპანიას დაკვეთას ივანიშვილის გუნდის წევრი ზურაბ ბიგვავა აძლევდა და ოლიგარქის ანგარიშიდან სარფიანადაც უხდიდა. პრესა.ჯი: ,,ირკვევა, რომ მოხდა იმიტაცია, თითქოს ამ კომპანიამ ჩაატარა გამოკითხვა, რეალურად კი, ოლიგარქის მრჩეველმა, ცნობილმა ალკოჰოლიკმა ზურაბ ბიგვავამ, "როგორც PSB-ს ნდობით აღჭურვილმა პირმა", მილიარდერისათვის სასურველი ციფრები საკუთარი გემოვნებისამებრ დაწერა, ხოლო ივანიშვილმა ამ კომპანიის წარმომადგენელს თანხა თავისი ერთ–ერთი მოსკოველი პარტნიორის საშუალებით, გადაურიცხა.“ კომპანი პენ შონ ბერლანდი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის წინაასაარჩევნო კამპანიაშიც იყო ჩართული. მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნების დროს პენ შონ ბერლანდმა ჩაატარა ეგზიტპოლი, რა დროსაც გაჩნდა ეჭვი, რომ გამოკითხვა არასამართლიანი იყო. ადგილობრივმა გაზეთებმა მკაცრად გააკრიტიკეს, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ PSB გაუმჭირვალე საქმიანობას ეწევა, უარს ამბობს საკუთარი დაფინანსების შესახებ, ინფორმაციის გაცემაზე და ეწინააღმდეგება „საზოგადოებრივი აზრის კვლევის ამერიკის ასოციაციის“ სტანდარტებს. PSB რამდენიმე წლის წინ საერთაშორისო სკანდალში გაეხვა. სკანდალის საფუძველი გახდა 2008 წელს, ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანია. საქმე ისაა, რომ პენი ჰილარი კლინტონისთვის კვლევებს ატარებდა, თუმცა, პარალელურად ხვდებოდა კოლუმბიის მთავრობას და მას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევაში ეხმარებოდა. არადა, კლინტონის კამპანია თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგი იყო. ეს სკანდალური ინფორმაცია მაშინ გავლენიანმა "WALL STREET JOURNAL"-მა გაავრცელა. PSB–მ ანალოგიურად გააყალბა ვენესუელას 2004 წლის რეფერენდუმისა და 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგები, რაც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან მისი კრიტიკის საფუძველი გახდა. კრიტიკოსებს აშშ–ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერიც შეუერთდა. 2004 წლის ვენესუელას რეფერენდუმის დროს, ორგანიზაციამ დაარღვია კანონი და გამოკითხვების შედეგები საარჩევნო უბნების დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაქვეყნა, რათა ამ გზით ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა მოეხდინა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები