0 6 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რუსეთის მორიგი აღიარება და ქართული შეფასებები

ჩამოტვირთვა

"არსებობდა გეგმა, ეს არანაირი საიდუმლო არაა, რუსული მხარე ამ გეგმის ფარგლებში მოქმედებდა. გეგმა რუსეთის გენერალური შტაბის მიერ შემუშავდა 2006 წლის ბოლოს - 2007 წლის დასაწყისში. მე განვიხილე და დავამტკიცე ეს გეგმა." - ეს სიტყვები რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ეკუთვნის. პუტინმა აღიარა, რომ რუსეთი ოს სეპარატისტებს საბრძოლველად ამზადებდა და წვრთნიდა. პუნიტის მოულოდნელი აღიარება საქართველოში უკვე შეფასდა. პოლიტოლოგები ამბობენ, რომ ამ განცხადების მიუხედავად, ქართველი პოლიტიკოსები აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ 2008 წლის ომი ქართულმა მხარემ დაიწყო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის პრეზიდენტის აღიარებასთან დაკავშირებით, განცხადება უკვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ეს იყო სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დაგეგმილი ღონისძიება. გრაფიკა: "იმის აღიარებით, რომ ცხინვალის რეჟიმის შეიარაღებულ ფორმირებებს რუსეთის ძალები ამზადებდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად, პრეზიდენტმა პუტინმა დაადასტურა, რომ რუსეთი უგულებელყოფდა მშვიდობისმყოფელის ვალდებულებებს. ამგვარად, რუსეთის მოქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა სამშვიდობო შეთანხმებებს და ურცხვად ხელყოფდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს", აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ექსპერტები ოპოზიციას მოუწოდებენ, პოლიტიკური ქულებისთვის გამიზნული განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ. რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის შედეგად, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს რეგიონის, ცხინვალის ოკუპაცია მოახდინა და მისი ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა. დღემდე რუსეთის ფედერაცია უგულებელყოფს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის, ძალების გაყვანისა და მათ კონფლიქტამდე არსებული დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების ხელშეკრულების შესრულებას, რომელსაც ხელი საქართველოს, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა მოაწერეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები