მსოფლიო
„ოცნების“ წევრები თუ დამოუკიდებელი ჟურნალისტები?
2012-08-08 18:02:09
ჩამოტვირთვა
ჭიათურაში ინფო 9-ის გადამღები ჯგუფის გამოჩენას მოქალაქეებში გაღიზიანება მოყვა. ადგილზე დამოუკიდებელი მედიაჯგუფის ჟურნალისტები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ინცინდენტი კამერით დააფიქსირეს.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, პიროვნებები, რომლებიც მათთან ჟურნალისტისა და ოპერატორის სტატუსით მივიდნენ, რამდენიმე დღის წინ, სოფელში „ქართული ოცნების“ მაისურებით გამოჩნდნენ.
ინფო9-ის მიმართ მოსახლეობის მიერ გამოჩენილმა აგრესიამ ე.წ. ობიექტური მედიასაშუალების ოპერატორი გააღიზიანა. მან ერთერთ ქალბატონს შეურაცხყოფა მიაყენა და ინტრიგანი უწოდა. ამის შემდეგ ადგილზე ვითარება უფრო დაიძაბა.
ეკატერინე დუგლაძის მსგავსად, ინფო 9-ის ჟურნალისტმა გოგონამ და ოპერატორმა, მედიაჯგუფს განუცხადეს, რომ მუშაობის საფასურად მილიონებს უხდიან.
დამოუკიდებელი მედიაჯგუფის მიერ დასმულმა შეკითხვებმა ინფო 9 ძალიან დააბნია და ტერიტორია მალევე დატოვეს.
კომენტარები