მსოფლიო
მე-9 არხი: „რუსეთმა საქართველოში ჯარები ლეგალურად შეიყვანა“
2012-08-08 16:25:41
ჩამოტვირთვა
მეცხრე არხის 12 საათიან გამოშვებაში, საინფორმაციოს წამყვანმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად შეიჭრნენ. იგივე ინფორმაციაა გავრცელებული ტელეკომპანიის ოფიციალურ საიტზეც. რას უნად ნიშნავდეს ოლიგარქ ივანიშვილის ტელეკომპანიის მიერ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება აგვისტოს ომიდან ზუსტად 4 წლის შემდეგ? მართალია, ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან კავშირს არ ადასტურებს და თავს რდილოეთის მიერ მართულ ძალად არ მიიჩნევს, მაგრამ აშკარაა, რომ ფაქტები სხვა რაიმეზე მიუთითებს. რას ნიშნავს, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჯარების ლეგალური შეყვანა, ან როგორ შეიძლება, რომ ერთი სახელმწიფო მეორე ქვეყნის ტერიტორიების დასაბომბად ლეგალურად შეიჭრას? მითუმეტეს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა არაერთხელ დაადასტურეს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრა არის ოკუპაცია და ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევა.
კომენტარები