0 6 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადი გააკეთა

ჩამოტვირთვა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ოფიციალური განცხადებით მიმართა . განცხადება ცესკო-ში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით აკაკი მინაშვილმა და ჩიორა თაქთაქიშვილმა შეიტანეს. როგორც ჩიორა თაქთაქიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს "ნაციონალური მოძრაობისთვის" განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, რადგან ერთი მხრივ წინასააარჩევნო პერიოდში პარტიამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა ნორმის შესრულება და, მეორე მხრივ, მოქალაქეებს მიეცეთ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, განაცხადი 38 პარტიამ შეიტანა. მათგან 14 რეგისტრაციაში უკვე გატარებულია. პარტიებს, ვისაც პარლამენტში წარმომადგენელი ჰყავს, არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადის შეტანის ვადა 5 აგვისტოს, 18:00 საათზე ეწურებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები