პოლიტიკა
ინფო9-ის მძღოლის აღიარება: „მითხრეს, თქვი, რომ ნაციონალებმა გცემესო “
2012-08-03 22:11:44
ჩამოტვირთვა
ინფო 9-ის მძღოლის ახალი აღიარება. სერგო ტატუნაშვილი, რომელიც გუშინ საღამოს უცნობმა პირებმა სცემეს, უარყოფს რომ თავდამსხმელები ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იყვნენ. დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას ტატუნაშვილმა აღიარა, რომ თავდასხმის ნაციონალებისთვის დაბრალება მას ვინმე ნოდარ სხირტლაძემ აიძულა.
განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა გუშინ საინფორმაციო სააგენტო ინფო9 და მეცხრე არხმა. მათთან ინტერვიუში ტატუნაშვილი ირწმუნება, რომ ის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა სცემეს.
სერგო ტატუნაშვილს უცნობმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა 2 აგვისტოს გვიან ღამით მიაყენეს. მოძალადეების ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
კომენტარები