0 6 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ცესკო მუშაობის ახალ რეჟიმზე გადავიდა

ჩამოტვირთვა

ცენტრალური საარჩევნო კომისია წინასაარჩევნო პერიოდში მუშაობის ახალ რეჟიმზე გადავიდა. დღესვე ცესკოში საგანგებო სხდომა ჩატარდა, სადაც კომისიის წევრებმა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცეს. სხდომაზე ასევე განსიაზღვრა, თუ რომელ რიცხვამდე აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ბლოკების შედგენის, სიებისა და კანდიდატების წარდგენის ვადები. პარტიებმა თავიანთი კანდიდატურები და პარტიული სიები ცესკოს პირველ სექტემბრამდე უნდა წარუდგინონ. როგორც ცესკოს თავმჯდომარე, ზურაბ ხარატიშვილი აცხადებს, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების პირველ ოქტომბერს ჩასატარებლად მზად არის. საგანგებო სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნოდ გამოყოფილი თანხების განკარგვის წესიც დამტკიცდა. როგორც იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, არჩილ ანაზაშვილმა განაცხადა, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 29 მილიონ ლარს შეადგენს. წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები დააკვირდებიან. არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა: "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო", "სამართლიანი არჩევნები", "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია". როგორც „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, აცხადებს, ორგანიზაციას თავის სადამკვირვებლო მისიაში 300 ადამიანი ეყოლება, მათ შორის უცხოელებიც. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკატერინე ფოფხაძის თქმით, მათი არასამთავრობო ორგანიზაცია არჩევნებს 200 - კაციანი ჯგუფით დააკვირდება. ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო მონიტორებიც დააკვირდებიან. საგარეო საქმეთა სამინისტრომ 50-მდე სახელმწიფოს წარმომადგენელს ფორმალური მოსაწვევი არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე გაუგზავნა. არჩევნების თარიღის გამოცხდებიდან მეორე დღეს „ქართულმა დასმა“ ცესკოში განაცხადი შეიტანა. როგორც პარტიის წარმომადგენელმა გიორგი ბაშარულმა განაცხადა, საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობას ახალი სახელწოდებით "ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი" გეგმავს. ხოლო თავად პარტიის ლიდერი ჯონდი ბაღათურია საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად აპირებს კენჭისყრას. საქართველოს მასშტაბით სულ 73 საარჩევნო ოლქი იმოქმედებს. თითო უბანზე კომისიაში 13 წევრი იქნება. 1 ოქტომბრისთვის ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო ადმინისტრაციაში 48 ათასი ადამიანი იმუშავებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები