0 6 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ივანიშვილი VS საქართველო

ჩამოტვირთვა

საპარლამენტო არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას ააქტიურებს. მაშინ როდესაც ბიუჯეტი პენსიებს, ხელფასებს, სოფელსა და სახელმწიფოს აღმშენებლობას უნდა მოხმარდეს, ოლიგარქი ქვეყნის ყულაბიდან 230 მილიონი დოლარის მიღებას ითხოვს. უცხო ქვეყნის მოქალაქე, ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც ჩანს, საქართველოს ბიუჯეტზე ფინანსური დარტყმის მიყენება პრობლემას არ წარმოადგენს. მაშინ როდესაც ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და მაშინ როდესაც, ხალხს ფინანსური დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება, ოლიგარქი ქვეყნის გაძარცვას ყველა მეთოდის გამოყენებით ცდილობს. ივანიშვილის მიერ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დაწყებული დავა „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე დააანონსა. ფანჯიკიძის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის დაცვა საერთაშორისო იურიდიულმა კომპანია “სკადენმა” ითავა. საფრანგეთის მოქალაქე ივანიშვილი საქართველოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივის. სარჩელის განხილვის ფორუმია მსოფლიო ბანკთან არსებული დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრი, რომელიც სახელმწიფოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს შორის არსებულ დავებს განიხილავს. საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ივანიშვილის დავაში ოლიგარქის ინტერესებს სექსუალურად მომწიფებული არჩილ კბილაშვილი დაიცავს. მისი განმარტებით, იმ ზარალს, რომელიც თანხობრივად ბიძინა ივანიშვილს მიადგა, პროცენტი დაერიცხება და ხელისუფლების მხრიდან ანაზღაურებას დაექვემდებარება არა მხოლოდ უშუალოდ ის ზიანი, რაც ოლიგარქს მიადგა, არამედ ამ თანხებზე დარიცხული პროცენტიც, რომელიც ბანკთა შორის საერთაშორისო ბირჟის მონაცემებით გაირკვევა. ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დაწყებულ დავაში პოლიტიკური პიარის ნიშნებს ხედავს პოლიტიკური ექსპერტი ნიკა ჩიტიძე. მისი განცხადებით, ოლიგარქი ცდილობს, წინასაარჩევნოდ, საქართველოს როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, საერთაშორისო საზოგადოების თვალში ავტორიტეტი შეულახოს. ბიძინა ივანიშვილი უკანონო შემოწირულობების გამო დაჯარიმდა. ოლიგარქმა სახელმწიფოს მხრიდან დაკისრებული ჯარიმების გადახდაზე უარი განაცხადა. თუმცა, კახეთის თავს დამტყდარმა სტიქიურმა უბედურებამ ოლიგარქს სულზე მოუსწრო და კახელების დახმარება პოლიტიკური პიარის ფონზე გადაწყვიტა. „მეოცნებეები“ სასწრაფო წესით გაემგზავრნენ დაზარალებულ მხარეში და უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის გასაჭირის სათავისოდ გამოყენება გადაწყვიტეს. ივანიშვილმა მაშინ განაცხადა, რომ 80 მილიონიან ჯარიმას, რომელზეც ამბობდა, რომ სახელმწიფომ უკანონოდ დააკისრა, სახელმწიფო ბიუჯეტში კახელების დასახმარებლად გადარიცხავდა. თუმცა, როგორც ჩანს, ოლიგარქმა ვეღარ მოითმინა და ხალხის დასახმარებლად გადარიცხული თანხის უკან დაბრუნება ხელისუფლების წინააღმდეგ საერთაშორისო დავის დაწყებით გადაწყვიტა. ოფიციალურად დავა საქართველოს სახელმწიფოსა და ივანიშვილს შორის მიმდინარეობს, რეალურად, კი ოლიგარქი საქართველოს მოქალაქეების ჯიბის დაცარიელებით ცდილობს საკუთარი „აღუვსებელი საწყაულის“ შევსებას. ბიუჯეტში არსებული თანხები ხომ მოქალაქეების ხელფასებს, პენსიებსა და შემოსავლებს უნდა მოხმარდეს. თუმცა არჩევნები ახლოვდება და წარუმატებელი წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ, ივანიშვილი კონკურენტ ძალასთან ბრძოლას ხალხისა და ქვეყნისათვის ზიანის მიყენების ხარჯზე განაგრძობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები