მსოფლიო
საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარდება
2012-08-01 16:38:28
ჩამოტვირთვა
საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარდება. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთი დასტური იქნება ქართული დემოკრატიის სიმწიფის და სიცოცხლისუნარიანობის.საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის განვითარების ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში.1 ოქტომბერი კალენდარში ორშაბათია.
კომენტარები