მსოფლიო
კახა კალაძეს ანგარიშები დაუყადაღეს
2012-07-26 19:00:44
ჩამოტვირთვა
კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერის კახა კალაძის ანგარიშები უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მოტივით დაყადაღებულია. ამის შესახებ კოალიცის ოფისში საგანგებო ბრიფინგზე "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ცხადია რომ კალაძის მიმართ ხელისუფლება პოლიტიკურ დევნას ახორციელებს.
"თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის გიორგი გოგინაშვილის გადაწყვეტილებით, მთავარი პროკურატურის პროკურორის ელიზბარ გოზოლაშვილის შუამდგომლობის საფუძველზე, ყადაღა დაედო კახა კალაძის ყველა საბანკო ანგარიშს საქართველოში. თითქოსდა არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კახა კალაძე ახორციელებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას. აღნიშნული განჩინების მიზნად მოსამართლე გიორგი გოგონაშვილი მიუთითებს კახა კალაძისთვის ქონების ჩამორთმევის უზრუნველყოფას. განჩინების შინაარსში ცალსახად ჩანს, რომ კალაძის მიმართ ხელისუფლება ანხორციელებს პოლიტიკურ დევნას, რადგანაც საზოგადოებისთვის ცნობილია მისი წარმატება სპორტულ ასპარეზზე. შესაბამისად მისი შემოსავლის წარმომავლობა გამჭვირვალე და დასაბუთებულია". - აცხადებს ფანჯიკიძე.
კომენტარები